ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსი რუსეთს გრძელვადიან საფრთხედ მიიჩნევს.
„ნატოში ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი ნატოს ტერიტორიისა და მთელი ევროატლანტიკური ტერიტორიისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს“, – განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ.