ტრამპი: ყირიმი რუსეთს დარჩება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაში დარჩება.

ტრამპი

„ყირიმი რუსეთს დარჩება“, – თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში აღიარება შესთავაზა, რაზეც უკრაინულმა მხარემ კატეგორიული უარი განაცხადა.