(ვიდეო) “მათი ურთიერთობა ჯოჯოხეთს ჰგავდა” – ვინ არის ქალი, რომელსაც მიხეილ ხუბუტია ცულით გაუსწორდა და რა არის ცნობილი ბიზნესმენის პირველ ოჯახსა და გარდაცვლილ ვაჟზე

უკვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია, რუ­სუ­ლი მე­დი­ის წამ­ყვა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხე­ბი, მოს­კო­ვის ოლ­ქის ყო­ფი­ლი ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრის, ბიზ­ნეს­მენ მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტი­ას შე­სა­ხებ წე­რენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან სას­ტი­კად სცე­მა თა­ვი­სი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იუ­ლია ვანი.

"მათი ურთიერთობა ჯოჯოხეთს ჰგავდა" - ვინ არის ქალი, რომელსაც მიხეილ ხუბუტია ცულით გაუსწორდა და რა არის ცნობილი ბიზნესმენის პირველ ოჯახსა და გარდაცვლილ ვაჟზე

  • და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე ხუ­ბუ­ტია იუ­ლია ვა­ნის სახ­ლში შე­იჭ­რა, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ოდინ­ცო­ვოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტრე­ხგორ­კა­ში და თავს და­ეს­ხა მას. ამ დროს მე­ზო­ბელ ოთახ­ში პა­ტა­რა გო­გო­ნას, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­სა და ექს-მი­ნის­ტრის სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი, ეძი­ნა.

ცე­მი­სა და ყვი­რი­ლის გა­გე­ბის შემ­დეგ, ბავ­შვის ძი­ძამ სახ­ლში პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ვანი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თით­ქმის უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს, ქალი, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც აქამ­დე რჩე­ბა.

დღეს დი­ლით გა­მოჩ­ნდა ვი­დეო, რო­მელ­შიც ვანი თა­ვად ჰყვე­ბა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ.

“მან მცე­მა. სულ სის­ხლში ვარ. მიშა… მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია. ის ცუ­ლით მო­ვი­და და მცე­მა. ხე­ლე­ბი სულ დაჭ­რი­ლი მაქვს, ფე­ხე­ბი სულ და­ჩე­ხი­ლი…“ – ვი­დე­ო­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გა­ჭირ­ვე­ბით სა­უბ­რობს და სის­ხლი­ან სხე­უ­ლის ნა­წი­ლებს აჩ­ვე­ნებს.