„ესოშიეიტიდ პრესი“ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან ფოტოს აქვეყნებს, სადაც დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ესალმება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს უქნევს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, – ამ სათაურით აქვეყნებს „ესოშიეიტიდ პრესი“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ფოტოს.

დონალდ ტრამპი და მიხეილ ყაველაშვილი

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს უქნევს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე მისვლისას“, – წერს „ესოშიეიტიდ პრესი“.

ვატიკანში, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.