მოსკოვი თავაზიანად იქცევა და უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დეტალებს არ ასაჯაროებს. ამით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის დაკავებული, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში.
„ჩვენ, ნამდვილად, თავაზიანი ხალხი ვართ და, ზოგიერთებისგან განსხვავებით, საჯაროდ არასდროს ვსაუბრობთ იმაზე, რაც მოლაპარაკებების დროს განიხილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არასერიოზული იქნება“, – უპასუხა ლავროვმა კითხვას, კმაყოფილია თუ არა მოსკოვი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ შეთავაზებული შეთანხმებების დებულებებით.
„თუ [მოლაპარაკებების] არსთან დაკავშირებით აზრის გაგება გსურთ, დაუკავშირდით ზელენსკის. ის სიამოვნებით ესაუბრება ნებისმიერს, მედიის საშუალებით და თავის მოთხოვნებს [აშშ-ის] პრეზიდენტ [დონალდ] ტრამპსაც კი უყენებს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.