“პრეზიდენტი პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა, მაგრამ ჩვენ გვინ­და გა­რან­ტი­ე­ბი, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა აღარ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და რომ ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა უნდა შე­წყდეს“ – სერგეი ლავროვი

 

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უ­ჭი­რა მხა­რი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­და­დე­ბას 30-დღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ იმ პი­რო­ბით, რომ წარ­სუ­ლის შეც­დო­მე­ბი აღარ გან­მე­ორ­დე­ბა.

“პრეზიდენტი პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა, მაგრამ...“ - სერგეი ლავროვი

ლავ­როვ­მა ეს გან­ცხა­დე­ბა CBS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა, რო­დე­საც და­უს­ვეს შე­კი­თხვა, რა­ტომ აგ­რძე­ლებს რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმებს იმ ფონ­ზე, როცა უკ­რა­ი­ნა მზად არის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­თვის და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი აცხა­დებს : „ვლა­დი­მერ, შე­ჩერ­დი!“.

„ჩვენ მხო­ლოდ იმ ობი­ექ­ტებს ვუ­ტევთ, რომ­ლებ­საც სამ­ხედ­რო­ე­ბი იყე­ნე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტას და შე­წყვე­ტის­კენ მო­წო­დე­ბას, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უ­ჭი­რა მხა­რი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მიერ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­კე­თე­ბულ წი­ნა­და­დე­ბას 30-დღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ იმ პი­რო­ბით, რომ არ გა­ვი­მე­ო­რებთ ბოლო ათი წლის შეც­დო­მებს, რო­დე­საც ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბებს და უკ­რა­ი­ნამ ისი­ნი და­არ­ღვია ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რი­თა და წა­ხა­ლი­სე­ბით“, – გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.

მისი თქმით, ეს იყო 2014 წლის თე­ბერ­ვლის შე­თან­ხმე­ბის ბედი, შემ­დეგ კი -მინ­სკის შე­თან­ხმე­ბე­ბის ბედი და 2022 წლის აპ­რილ­ში სტამ­ბოლ­ში მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის ბედი.

„ასე რომ, პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა თქვა, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა – დიახ, მაგ­რამ ჩვენ გვინ­და გა­რან­ტი­ე­ბი, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა აღარ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და რომ ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა უნდა შე­წყდეს“, – აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.

წყა­რო