The Times: უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირობები საშინელია, მაგრამ კიევს მათზე დათანხმება მოუწევს

უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირობები საშინელია, მაგრამ კიევს მათზე დათანხმება მოუწევს. სტატიას ამ სათაურით გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ კიევი და უკრაინის ევროპელი პარტნიორები ამერიკის პრეზიდენტს სამშვიდობო გეგმას ვერ შეაცვლევინებენ.

უკრაინა კი ამერიკული დახმარების გარეშე დიდხანს ვერ იბრძოლებს. The Times-ის ცნობით, კიევი ვერ დაელოდება ამერიკაში ახალ არჩევნებსა და თეთრ სახლში ადმინისტრაციის შეცვლას.