აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კრემლის ლიდერმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტოს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს. ამის შესახებ, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „იმედგაცრუებული იყო, როდესაც რუსულმა რაკეტებმა უკრაინულ ქალაქებს გადაუფრინეს“.
„მსურს, რომ მან შეწყვიტოს სროლა და დადოს გარიგება. ჩვენ გვაქვს შეთანხმების მონახაზი. შეთანხმების დადება და ამით ყველაფრის დასრულება მსურს. მსურს, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
რუსეთზე შესაძლო ზეწოლის კომენტირებისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ მას „ბევრის გაკეთება შეუძლია“.
მანამდე კი, თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, „მიაჩნია, რომ ზელენსკი მზად არის, ყირიმი დათმოს“.