მაკრონი: მომდევნო რვა-ათი დღის განმავლობაში ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე

მომდევნო რვა-ათი დღის განმავლობაში ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

ემანუელ მაკრონი

მისი თქმით, მან ამერიკელები დაარწმუნა საფრთხეების ესკალაციისა და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობაში.

„მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების მცდელობისთვის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ამერიკელებთან ერთად, გავამკაცროთ ჩვენი ტონი რუსეთის მიმართ, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას“, – დასძინა მან.