„კიევის უარი, 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე, მანიპულაციაა“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, კითხვებს ბადებს არა მოსკოვის მიერ 8-დან 11 მაისამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, არამედ უკრაინული მხარის მიერ ამ ინიციატივის იგნორირება.
„ველით, რომ პუტინის ეს სამშვიდობო ინიციატივა შეფასდება, რადგან ჩვენ არ მოგვისმენია ამის შეფასება ევროპული დედაქალაქებისგან, ჩვენ არ მოგვისმენია ამის შეფასება უკრაინისგან. ფაქტობრივად, აშკარა ხდება, ვინ ისწრაფვის სინამდვილეში მშვიდობისკენ და ვინ არის ომის აპოლოგეტი“, – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.