უნგრეთის პარლამენტმა ხმა მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ უარს ვამბობთ, ვიყოთ პოლიტიზებული ინსტიტუტის ნაწილი – პიტერ სიიარტო

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის გასვლას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ დაწერა.

 პიტერ სიიარტო

„უნგრეთის პარლამენტმა ხმა მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ უარს ვამბობთ, ვიყოთ პოლიტიზებული ინსტიტუტის ნაწილი, რომელმაც დაკარგა მიუკერძოებლობა და სანდოობა“, – წერს პიტერ სიიარტო.

ცნობისთვის, აპრილის დასაწყისში უნგრეთში ისრაელის ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დატოვებს, რადგანაც ჰააგის სასამართლო აღარ არის მიუკერძოებელი და ის პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა.