Reuters: უკრაინის წინააღმდეგ ომში დაახლოებით 600 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაახლოებით 600 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს რიცხვი სამხრეთ კორეელმა კანონმდებელმა ლი სონ-კვუნმა სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით დაასახელა, წერს Reuters.

ჩრდილოეთ კორეის სამხედროები

მან დააზუსტა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების ამჟამინდელი დანაკარგები 4 700 ადამიანს შეადგენს, „მათ შორის დაახლოებით 600 დაღუპულია“.

„მოკლულთა ცხედრებს კურსკში კრემაცია ჩაუტარეს, შემდეგ კი ნეშტი კორეის სახალხო რესპუბლიკაში გადაასვენეს“, – განაცხადა სამხრეთ კორეელმა კანონმდებელმა.

ლი სონ-კვუნმა დასძინა, რომ წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეაში დაახლოებით 2 000 ჯარისკაცი დააბრუნეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ფხენიანში იზოლაციაში იმყოფებიან.

კანონმდებლის თქმით, ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცებმა საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესების ნიშნები აჩვენეს. ცნობისთვის, რუსეთის მხარეს დაახლოებით 15 000 ჩრდილოეთ კორეელი იბრძვის.