დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისინი რუსეთთან თანამშრომლობის განახლების საკითხზე იურიდიულ ფირმებთან კონსულტაციებს გადიან.
რუსეთში დაბრუნების საკითხით დაინტერესებულ კომპანიებს შორის არიან სხვადასხვა საქონლით მოვაჭრე ფირმები სადაზღვევო და გადამზიდი კომპანიები.
გამოცემის ცნობით მათ მოლოდინი აქვთ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს სანქციებს შეუმსუბუქებს.