ტრამპმა განაცხადა, რომ ვოუქ და ტრანსგენდერული სიგიჟე შეერთებული შტატების მთავრობიდან აღმოფხვრა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოუქ და ტრანსგენდერული სიგიჟე შეერთებული შტატების მთავრობიდან აღმოიფხვრა.

დონალდ ტრამპი

საპრეზიდენტო ვადის პირველი 100 დღის აღსანიშნავად გამართულ ყრილობაზე ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მსოფლიო საღი აზრის რევოლუციის მომსწრე გახდა.

ტრამპის თქმით, რადიკალი მემარცხენე გიჟების მმართველობა დასრულდა და ახლა ამერიკაში ოქროს ხანა იწყება.

„ჩვენ მთავრობიდან გავაძევეთ ვოუქ ფსიქოზი და ტრანსგენდერული სიგიჟე. ჩვენ დავასრულებთ ბავშვების ინდოქტრინაციას, აღმოვფხვერით მილიარდობით დოლარის ფლანგვა და თაღლითობა. ბოლო 14 კვირის განმავლობაში მსოფლიო საღი აზრის რევოლუციის მომსწრეა. არ აქვს მნიშვნელობა კონსერვატორი ხარ თუ ლიბერალი. ის, რასაც ვაკეთებთ, საღ აზრს ეხება. ჩვენ დავასრულეთ რადიკალი მემარცხენე გიჟების ხანგრძლივი მმართველობა და ვიწყებთ ამერიკის ოქროს ხანას“, – თქვა ტრამპმა.