The Wall Street Journal: ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი რუსეთისთვის ახალი სანქციების პაკეტს ამზადებს

ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი რუსეთისთვის ახალი სანქციების პაკეტს ამზადებს და მუშაობს გეგმაზე, რომელიც 500-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთისგან საწვავს, გაზს და ურანს ყიდულობენ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ლინდსი გრემი

გამოცემის ცნობით, სამხრეთ კაროლინის შტატის „რესპუბლიკელი“ სენატორის ამ საკანონმდებლო ინიციატივას 60 თანასპონსორი ჰყავს.

გამოცემის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები კრახს განიცდის, ამერიკელმა სენატორებმა, შესაძლოა, გრემის გეგმას მხარი დაუჭირონ.