6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, სტამბოლში 4 295 შენობა დაზიანდა

თურქეთის ურბანული განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, მურატ ქურუმმა განაცხადა, რომ სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ 4 295 შენობა დაზიანდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

“ჩვენ შევამოწმეთ 36 425 შენობა, საიდანაც 4 295-მა მცირე დაზიანება მიიღო“, – განაცხადა მურატ ქურუმმა.

მისი განმარტებით, მიწისძვრის ზონაში სპეციალური სამსახურები მუშაობას განაგრძობენ.

ცნობისთვის, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა 23 აპრილს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ქალაქში შენობები დააზიანა. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ქალაქში ბიძგები რამდენი დღის განმავლობაში არ წყდებოდა.