“დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებშია გაწევრიანებული” – რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში კომ­პლექ­სუ­რად გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ქა­ლაქ რუს­თავ­ში უცხო ქვეყ­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით ინ­ტერ­პო­ლის ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი, უცხო ქვეყ­ნის ერთი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა.

"დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებშია გაწევრიანებული" - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი

რო­გორც სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ პი­როვ­ნე­ბა 2014 წელს გა­ემ­გზავ­რა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში და რე­გი­ონ­ში მოქ­მე­დი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ რი­გებ­ში გა­წევ­რი­ან­და.

კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი პირი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნეა და ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტია.

„პირი ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან აქ­ტი­ვო­ბებ­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა­დას­ხვა სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით აწარ­მო­ებს“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.