დედამიწაზე შეიძლება საბჭოთა კოსმოსური ხომალდი ჩამოვარდეს

დედამიწაზე შეიძლება საბჭოთა კოსმოსური ხომალდი ჩამოვარდეს, რომელიც კოსმოსში ჯერ კიდევ 1972 წელს გაუშვეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

საუბარია ხომალდზე „კოსმოს  – 482“. ის ვენერაზე უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო დედამიწის ორბიტაზე დარჩა.

ამჟამად 500 კგ-იანი აპარატი ნელ-ნელა დაბლა ეშვება. კონსტრუქციის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია, მაგრამ 1 მეტრის დიამეტრის კაფსულა ჯერ კიდევ მთელია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კოსმოსური ხომალდის ნარჩენები დედამიწაზე მომდევნო კვირას ჩამოვარდება.