აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი არსად მიდის.
მისი თქმით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოსტს არ დატოვებს, თუმცა უწყებაში ნაკლებ დროს გაატარებს, რადგანაც მას სხვა პასუხისმგებლობებიც აქვს.
ვენსმა აღნიშნა, რომ პოსტს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტიც შეინარჩუნებს, რომელიც ე.წ. სიგნალ-სასაუბროს სკანდალში ფიგურირებს.