საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს – ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა!

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

დაღუპულები მამაკაცი და ქალი არიან. გამოცემის ცნობით, მეზობლები განმარტავენ, რომ შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილი ხდება, კაცმა ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.