ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებისთვის აღჭურვილობისა და პილოტების წვრთნის მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა.
პენტაგონის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს ცნობით, პაკეტის ღირებულება 310 მილიონ დოლარს შეადგენს. გადაწყვეტილება ახლა კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.