გამარჯვების 80 წლის იუბილე – 9 მაისის აქტუალობა საქართველოსთვის | Круглый стол «80-летие Победы – актуальность 9 мая для Грузии»

მრგვალი მაგიდა, სასტუმრო „სვისოტელი“, თბილისი, 3 მაისი, 2025 წ.

დღის წესრიგი:

  1. ევრაზიის ინსტიტუტის განცხადება (მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას) დიდი სამამულო ომის ორდენებისა და ჯილდოების თანამედროვე საქართველოს სამხედრო ორდენებთან და ჯილდოებთან გათანაბრების აუცილებლობის შესახებ;
  2. ევრაზიის ინსტიტუტის განცხადება (მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას) საბჭოთა კავშირზე ნაცისტური გერმანიის აგრესიის საბჭოთა კავშირის ხალხების (მათ შორის, საქართველოს) გენოციდად აღიარების აუცილებლობის შესახებ;
  3. ინფორმაცია რუსეთის სააგენტო „ტასს“-ის ისტორიული გამოფენის შესახებ – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გამოსვლა;
  4. ინფორმაცია ქალაქ ვოლგოგრადის აეროპორტისთვის სტალინგრადის სახელის მინიჭების შესახებ;
  5. ქართველების ბედი მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში – ისტორიული მასალები (ალ. გრიბოვსკის ონლაინ-ჩართვა);
  6. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გეგმის განხილვა.

გამარჯვების 80 წლის იუბილე – 9 მაისის აქტუალობა საქართველოსთვის

მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომი, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მრავალეროვნულმა საბჭოთა არმიამ, რომლის რიგებში ქართველებიც იბრძოდნენ, დაიცვა ჩვენი სამშობლო და მთელი ევროპა ფაშისტური სიბინძურისაგან. სწორედ გერმანელ ფაშისტ დამპყრობლებზე გამარჯვებას აღნიშნავს ჩვენი ქვეყანა 9 მაისს. ეს დღე რჩება უქმედ ანუ ოფიციალურ (სახელმწიფო) ზეიმად საქართველოში.

საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, ქვეყნის პატრიოტები, გაკვირვებას გამოთქვამენ, რატომ იკრძალება ამ საზეიმო დღეს ისტორიული რელიქვიების გამოყენება. მაგალითად, გამარჯვების დროშის ასლის; რატომ არის მიგდებული და არ უკეთდება რესტავრაცია უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ძმათა სასაფლაოს თბილისში და კიდევ მრავალი სხვა მომენტი, რომლებიც გამარჯვების დღის მნიშვნელობას აკნინებენ – იმ გამარჯვების დღისა, რომლის მისაღწევად ქართველმა ხალხმა სავსებით შეგნებულად გაიღო გმირული მსხვერპლი. დიადი გამარჯვების 80 წლისთავის წინ, ჩვენ გვსურს, მოგმართოთ ორი კონკრეტული ინიციატივით:

პირველი. ჩვენ ყველა – როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობა, ისე მთელი საზოგადოება, პატივს უნდა მივაგებდეთ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს არა მხოლოდ როგორც ჩვენს მამებს, პაპებს და დიდ პაპებს, არა მხოლოდ როგორც ასაკოვან ან გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებსაც ცივილიზებულ საზოგადოებაში ყოველთვის პატივცემული ხალხია, არამედ როგორც სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის დამცველებს მსოფლიო ბოროტებისაგან. ჩვენი წინაპრები, რომლებიც ნაცისტურ გერმანიასა და მის მოკავშირეებს ებრძოდნენ, ნამდვილი გმირები არიან. მათ საბჭოთა სახელმწიფო თავისი ორდენებითა და მედლებით აჯილდოებდა, ამით ყურადღება მახვილდებოდა მათი თავდადების მნიშვნელობაზე, მაგრამ ეს ჯილდოები არ არის თანამედროვე საქართველოში ოფიციალურად აღიარებული. გაურკვეველია დიდი სამამულო ომის პერიოდის ორდენებისა და მედლების სტატუსი. ვიღაცას შეუძლია, ისინი სულაც მიიჩნიოს „საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოდ“.

საქმის ასეთი ვითარება ნორმალური არ არის. ამიტომ გთავაზობთ, ოფიციალურად გაუთანაბრდეს ჩვენი ვეტერანების საბრძოლო ჯილდოები თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებს. ეს იქნება ჩვენს გმირ თანამემამულეთა დამსახურების გულწრფელი აღიარება. ცოცხლად მყოფი ვეტერანებისთვის ეს იქნება ყველაზე უფრო სასიხარულო საჩუქარი, ასევე მოხდება ომში ასეულ ათასობით დაღუპული ან ომის შემდგომ გარდაცვლილი ვეტერანების ხსოვნის ჭეშმარიტი უკვდავყოფა.

მეორე. გთავაზობთ, აღიარებულ იქნას ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების საბჭოთა კავშირის მიმართ განხორციელებული აგრესია საბჭოთა კავშირში შემავალი ერების მიმართ გენოციდად. ბუნებრივია, ეს გენოციდი ქართველ ხალხსაც შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილა. ჩვენი გმირი წინაპრები ფაშისტური აგრესიის გამო იღუპებოდნენ, მსხვერპლის რაოდენობა პატარა საქართველოსათვის უზარმაზარია. ნაცისტთა ტყვეობაში ასევე დიდი რაოდენობით ქართველი დაიღუპა, მათ მონურად ამუშავებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო არენაზე იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სსრ კავშირზე განხორციელებულ აგრესიას გენოციდად აფასებენ,  საქართველოს ინტერესებს შეესაბამება. ამით მაღლა იწევს ჩვენი ქვეყნის, მისი ისტორიის სტატუსი, მყარდება საქართველოს სუვერენიტეტი. ამასთან, ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ძმური ერებისადმი, რომლებმაც ასევე განიცადეს დიდი დანაკლისი ფაშისტური აგრესიის გამო.

ევრაზიის ინსტიტუტის სახელით – გულბაათ რცხილაძე

თბილისი, 3 მაისი, 2025 წ.; მხარდაჭერილია ფორუმის მონაწილეების მიერ – „გამარჯვების 80 წლის იუბილე – 9 მაისის აქტუალობა საქართველოსთვის“

 

Круглый стол «80-летие Победы – актуальность 9 мая для Грузии», Swisshotel, Тбилиси, 3.5.2025

Повестка дня:

  1. Обращение Института Евразии к Парламенту и Правительству о необходимости уравнения наград и орденов ВОВ к военным наградам и орденам современной Грузии;
  2. Обращение Института Евразии к Парламенту и Правительству о необходимости признания агрессии фашистской Германии геноцидом народов Советского Союза;
  3. Информация об исторической выставке агентства ТАСС – выступление министра иностранных дел России Сергея Лаврова;
  4. Информация о присуждении имени Сталинграда аэропорту г. Волгоград;
  5. Судьба грузин в концентрационном лагере Маутхаузен – исторические материалы (онлайн-включение А. Б. Грибовского);
  6. Обсуждение плана, связанного с торжественными мероприятиями в День Победы над фашизмом.

 

Вторая мировая война и Великая Отечественная Война Советского Союза, как составляющая часть Второй мировой войны, является неотделимой частью истории Грузии. Многонациональная Советская Армия, в составе которой воевали и грузины, отстояла нашу Родину и всю Европу от фашистской нечисти. Именно победу над фашизмом наша страна отмечает 9 мая. Этот день остается нерабочим, то есть, официальным (государственным) праздником в Грузии.

Очень многие граждане Грузии, патриоты Грузии, недоумевают, почему в этот праздничный день запрещается использовать исторические реликвии. Копию Знамени Победы, например; почему заброшена и не реставрируется могила неизвестного солдата в Тбилиси и еще многие другие вещи, преуменьшающие значение Дня Победы, ради достижения которого грузинский народ вполне осознанно пошел на героические жертвы. Но накануне 80-летия Великой Победы мы хотим обратиться с двумя конкретными инициативами:

Первое. Мы все – и руководство страны, и все общество, должны чествовать наших ветеранов Великой Отечественной Войны не просто как наших отцов, дедов и прадедов, не просто как возрастных или умерших людей, которым в цивилизованном обществе всегда оказывают почет, а как защитников Отечества и всего человечества от мирового зла – фашизма. Наши предки, воевавшие с нацистской Германией и ее союзниками – настоящие герои. Их награждало Советское государство своими орденами и медалями, подчеркивая значение их подвига. Но эти награды не являются официально признанными в современной Грузии. Непонятен статус боевых орденов и медалей периода ВОВ. Кто-то их может счесть и за «символ советской оккупации».

Это ненормальное положение вещей. Поэтому предлагаем официально уравнять боевые награды наших ветеранов с государственными наградами современной Грузии. Это будет искренним признанием заслуги наших героических соотечественников. Для оставшихся в живых ветеранов это будет самым радостным подарком, а также по-настоящему увековечит память сотен тысяч погибших на войне или ушедших из жизни после войны ветеранов.

Второе. Предлагаем признать агрессию нацистской Германии и ее союзников против Советского Союза геноцидом народов, входящих в состав СССР. Естественно, этот геноцид коснулся и грузинского народа, пусть враг и был остановлен у подступов к Кавказскому хребту. Наши героические соотечественники гибли из-за агрессии фашизма, количество жертв для маленькой Грузии громадное.  В фашистском плену тоже погибло большое количество грузин, их подвергали рабскому труду и бесчеловечному обращению. Думаем, что поддержка инициатив на международных площадках признать геноцидом агрессию нацистской Германии и ее союзников против СССР – в интересах Грузии. Тем самым повышается статус нашей страны, ее истории. Вместе с тем мы солидаризируемся с другими братскими народами бывшего Советского Союза, которые тоже пострадали от фашистской агрессии.

От имени Института Евразии – Гулбаат Рцхиладзе

Тбилиси, 3 мая 2025 года, поддержано участниками форума «80-летие Победы – актуальность 9 мая для Грузии»