რუსული წყაროები წერენ, რომ უკრაინული ძალები კურსკის ოლქში კვლავ შეტევაზე გადავიდნენ

რუსეთის სამხედრო კორესპონდენტები და ბლოგერები 5 მაისს იუწყებიან, რომ უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონში ახალი შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ტრაფარეტი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე

ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინული ძალები დასახლება ტიოტკინოსთან რუსეთის საზღვრის გადალახვას ცდილობენ. ასევე შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებითაც, დასახლება ნოვი პუტთან ხორციელდება. დარტყმების დროს მდინარე სეიმზე გამავალი ხიდი ჩაინგრა.

კიევში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, კურსკის ოპერაციამ