ბიზნესმენსა და მერის ყოფილ მოადგილეს საკუთარ სადარბაზოსთან დახვდნენ და ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს!

გურჯაანში ბიზნესმენი ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს. დაუდგენელმა პირმა მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. ამ დროისთვის, ბიზნესმენი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალშია გადაყვანილი, კლინიკის დირექტორის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  დაპირისპირების მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ბიზნესმენ გეთიაშვილს, საკუთარ სადარბაზოსთან დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ იგი გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილეა და ამჟამად ტექნიკის მაღაზია და კვების ობიექტები აქვს.