ბრიტანეთი და საფრანგეთი პუტინს მოუწოდებენ, უკრაინაში 30-დღიანი ზავი გამოაცხადოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში 30-დღიანი ზავის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერი

ერთობლივი განცხადება სტარმერისა და მაკრონის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. „უკრაინის სიტუაციაზე საუბრისას ლიდერებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები უზრუნველყოს. უკრაინამ დაამტკიცა, რომ მზად არის მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს და მშვიდობის მხარეს დგას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, სატელეფონო საუბრის დროს მაკრონმა და სტარმერმა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი სამიტისთვის და ევროკავშირი-ბრიტანეთს კონფერენციისთვის მზადების საკითხები განიხილეს, რომელიც უახლოეს კვირებში ჩატარდება.