ედიშერ გვენეტაძე: მეგობარი პოლიტიკაში არ არსებობს, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მიღებულმა აშშ-ში არა მეგობრულმა, არამედ მტრულმა აქტმა

გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ. მეგობარი პოლიტიკაში არ არსებობს. მით უმეტეს გაგანია იმპერიალისტური კაპიტალიზმის ეპოქაში. სადაც მიმდინარეობს განაწილებული მიწების ხელახალი გადანაწილების გავეშებული პროცესი. ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს მიმართ მიღებულმა აშშ-ში არა მეგობრულმა, არამედ მტრულმა აქტმა, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ედიშერ გვენეტაძე

მისი განცხადებით, „მეგობარი აქტის” მხარდაჭერა სულაც არ არის გასაკვირი იმ ფონზე, რასაც აშშ სჩადიოდა წლების განმავლობაში ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმართ.

„გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ. მეგობარი პოლიტიკაში არ არსებობს. მით უმეტეს გაგანია იმპერიალისტური კაპიტალიზმის ეპოქაში. სადაც მიმდინარეობს განაწილებული მიწების ხელახალი გადანაწილების გავეშებული პროცესი. ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს მიმართ მიღებულმა აშშ-ში არა მეგობრულმა, არამედ “მტრულმა აქტმა”. ეს აქტი სრულიადაც არაა გასაკვირი იმ ფონზე, რასაც ეს ქვეყანა ჩადიოდა წლების განმავლობაში ლათინური ამერიკის ქვეყნების და თუნდაც კუბის მიმართ. კუბაში ვაშინგტონმა შეჭრა სცადა აშშ ისტორიის მანძილზე ყველაზე ცნობილი, ჰუმანური და დემოკრატი პრეზიდენტის ჯონ კენედის ადმინისტრაციის დროს. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ აშშ-ში პრეზიდენტები განაპირობებენ ოვალური კაბინეტის პოლიტიკას. არა მეგობრებო. აშშ პოლიტიკის წარმმართველია ის 250-მდე ოლიგარქი ოჯახი, რომელთა მთავარი მიზანია ნებისმიერი დასაშვები თუ დაუშვებელი ფორმებით იშოვონ – ფული, ფული და კიდევ ფული. რომელთაც დაქირავებული ჰყავთ ცალკეულ ქვეყნებში ჭიჭე ვაშაძისთანა ფულზე გაყიდული ავაზაკები, რომლებიც სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ მზად არიან მარტო სამშობლოს კი არა, არამედ საკუთარ დედების გასაყიდად. ხოლო ცოლ-შვილის უილსონების მსგავსებისადმი საჯიჯგნად მისაგდებად. ნახეთ ამის მკაფიო მაგალითი. რა გაუკეთა გუბაზამ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ ღვიძლ შვილს – თავად მამამ შვილი სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ პოლიტიკური საბლით მოაშთო და მოუსპო გაუნადგურა მომავალი. ასე, რომ ნუ გექნებათ იმედი ოდესმე საქართველოზე და მის ხალხზე მზრუნავი ხელისუფლება მოვა ოდესმე აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში… მათ მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ საქართველოსა და საქართველოსნაირ ქვეყნებში-ხელისუფლებაში სააკაშვილისნაირების, ბოკერიასნაირების, ხაბეიშვილისნაირების, გახარიებისნაირების… ყოფნა, რათა წარმატებით განახორციელონ საკუთარი ნეოკოლონიალისტური მიზნები.

ისმის კითხვა: მას სად არის საშველი? არის და ეს არის საკუთარ თავში ანუ თუ ისე დავდგებით, როგორც ვდგავართ ხელისუფლება და ხალხი 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე. ვერავითარი უილსონები, ფონ ლაიენები, მაკრონები ძვრასაც ვერ გვიყოფენ. რაც მთავარია შინაურ მტრებს მელიებს, გვარამიებს… უნდა გავცეთ დაუყოვნებლივ მოკლე და საკადრისი პასუხი. აი ისეთი “მტერსაც, რომ მწარედ გაეცინება”, – წერს გვენეტაძე.