„საბედნიეროდ, ამას არა ის, არამედ უნგრელი ხალხი გადაწყვეტს“, – ასე ეხმაურება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უნგრელთა უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
„უნგრელი ხალხის და არა უკრაინის პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეუძლია თუ არა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება. საბედნიეროდ, ამას არა ის, არამედ უნგრელი ხალხი გადაწყვეტს“, – აღნიშნა სიიარტომ.
მისი თქმით, ბრიუსელმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული გზა შექმნა, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება უნგრეთისთვის.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმში, რათა გამოხატონ საკუთარი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
„თუ ხალხს ეს არ სურს, მათ შეუძლიათ მარტივად შეაჩერონ ეს Voks 2025-ის კენჭისყრაში მონაწილეობით და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვით. როგორიც არ უნდა იყოს უნგრელი ხალხის პოზიცია, ჩვენ მას წარმოვადგენთ“, – აღნიშნა სიიარტომ.