ოვალურ კაბინეტში შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე კანადის პრემიერმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ „ზოგიერთი ადგილი არასდროს იყიდება.“ აღნიშნული განცხადების საპასუხოდ ტრამპმა კარნის უთხრა, რომ „არასდროს თქვა – არასდროს“.
კარნიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის კვლავ დაინტერესებულია კანადის აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევით.
„როგორც უძრავი ქონების სფეროდან იცით, არის ადგილები, რომლებიც არასდროს იყიდება“, – განაცხადა კარნიმ.
კარნისთან შეხვედრაზე ტრამპმა თქვა, რომ მას კანადასთან მეგობრობა სურს.
შეხვედრაზე ტრამპმა კანადას „ძალიან განსაკუთრებული ადგილი“ უწოდა და თქვა, რომ ის პატივს სცემს კანადელებს.
ამასთან, როგორც „გარდიანი“ წერს, ლიდერების შეხვედრის ტონი ძირითადად მეგობრული იყო.