ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა რამზან კადიროვმა გადადგომასთან დაკავშირებით თავისივე განცხადება განმარტა, რომელიც მან 6 მაისს გააკეთა.
კადიროვის თქმით, გადადგომასთან დაკავშირებით მისი განცხადების მნიშვნელობა ბევრმა ვერ გაიგო.
„მე არ ვწყვეტ, დავრჩები თუ არა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობაზე. ამ ტიპის გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი ადამიანი – ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი, რუსეთის პრეზიდენტი“, – განაცხადა კადიროვმა.
კადიროვმა საკუთარ თავს რიგითი ჯარისკაცი და გუნდური მოთამაშე უწოდა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ბრძანებებს ასრულებს.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, 8 მაისს კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი რამზან კადიროვს შეხვდება.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან მართავს.