ჯო ბაიდენი: ვინც ფიქრობს, რომ პუტინი გაჩერდება, უბრალოდ, სულელია!

ბაიდენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას რუსეთის ნაწილად მიიჩნევს და „ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ის გაჩერდება“, თუ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელიმე ტერიტორიის დათმობა მოხდება, „უბრალოდ, სულელია!“ ბაიდენმა, შესაძლო, ფაქტს „თანამედროვე დათმობის პოლიტიკა“ უწოდა.

ჯო ბაიდენი

„არ მესმის, როგორ ფიქრობენ ადამიანები, რომ თუ დიქტატორს უფლებას მივცემთ, მიიტაცოს ტერიტორიები, რომლებიც მის საკუთრებაში არაა, მას დააკმაყოფილებს?!“ – განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, უკრაინამ, სწორედ, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, მიიღო ყველაფერი – რაც სჭირდებოდა. „ჩვენ მათ ყველაფერი მივეცით, რაც დამოუკიდებლობის და საკუთარი სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად სჭირდებოდათ. მზად ვიყავით, პუტინისთვის აგრესიულადაც კი, გვეპასუხა, თუ ის უკრაინაზე თავდასხმას გააგრძელებდა,“ – დასძინა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.