რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი: “ისეთი ცნობა მოვიდა, რომ ალიევი არ ჩამოვა, სამწუხაროდ. იმით ახსნეს, რომ …”

ილჰამ ალიევმა 9 მაისს მოსკოვში ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი ავრცელებს.

ილჰამ ალიევმა 9 მაისს მოსკოვში ვიზიტი გააუქმა

“ისეთი ცნობა მოვიდა, რომ ალიევი არ ჩამოვა, სამწუხაროდ. იმით ახსნეს, რომ შიდა ღონისძიებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომლებიც ჰეიდარ ალიევს ეძღვნება,” – განაცხადა უშაკოვმა.

მოსკოვში ვიზიტი ასევე გააუქმა ლაოსის პრეზიდენტმა, თონგლუნ სისულითმა, რომელიც კორონავირუსით დაავადდა.