რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 9 ქვეყნის ლიდერებთან ერთად, გამარჯვების დღე საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობას მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ქართველი და მოლდოველი ხალხებისადმი მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა მათ მოუწოდა, შეინარჩუნონ ჩვენთვის ანდერძით დატოვებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დაუშვან ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობის დავიწყება და მეგობარ ხალხებს შორის შუღლის დათესვა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
“დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა მილოცვის წერილები გაუგზავნა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ისრაელის ლიდერებს, ასევე საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.