ვატიკანში ახალი პაპი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კერძოდ, სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა ახალი რომის პაპი აირჩიეს. ახალი პაპის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.
პოლიციის ცნობით, წმინდა პეტრეს მოედანზე ახლა 50 000 ადამიანი იმყოფება. მოედანზე შეკრებილები ტაშს უკრავენ და აღნიშნავენ კვამლის ამოსვლას. პაპის ვინაობა კი უახლოეს პერიოდში წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ვატიკანში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყო.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.