პაკისტანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას იწყებს. მისი სახელწოდებაა „ბუნიან-უმ-მარსუსი“. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ტელეკომპანია Al-Jazeera-ს ცნობით, ღამით პაკისტანმა ინდოეთის ავიაბაზა დაბომბა, რომელიც ქალაქ უდხამპურში მდებარეობს. ასევე დაიბომბა პეტხანკოტეში მდებარე სამხედრო აეროდრომი. პაკისტანის ძალოვან უწყებებში არსებული წყაროები იუწყებიან, რომ შეტევა განხორციელდა ქალაქ ბეასში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობზე.
პაკისტანის აეროპორტების გაერთიანებამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე 10 მაისს 3.15-დან 12.00-მდე ყველა სახის თვითმფრინავისთვის დახურული იქნება.
მანამდე პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ინდოეთმა მათი ავიაბაზები დაბომბა. ერთ-ერთი, „ნურ-ხანი“, დედაქალაქ ისლამაბადის მახლობლად მდებარეობს. რაკეტების უმეტესობა პაკისტანის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა გაანადგურეს.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მოუწოდებენ ინდოეთსა და პაკისტანს, რომ ვითარების ესკალაციისგან თავი შეიკავონ და პირდაპირი დიალოგი გამართონ.