ვლადიმირ პუტინის მოლოცვა ქართველ ვეტერანებს და ხალხს, წაკითხულ იქნა თბილისში | В Тбилиси было зачитано поздравление Владимира Путина

თბილისის კიკვიძის სახელობის პარკში გაიმართა ფაშიზმზე გამარჯვების დღის — 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მათ შორის, ევრაზიის ინსტიტუტისა და მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარის“ მიერ.

პარკში იმყოფებოდნენ დიდი სამამულო ომის ვეტერანები: არსენ აფხაზაშვილი, ალექსანდრე კერძიკოვი, ვალოდია უგულავა, ვახტანგ ადამაშვილი, გიორგი დეკანოსიძე, ლუიზა შმუნიაკი, ვლადიმერ ტაბაღუა.

გულბაათ რცხილაძემ, ვეტერანებს და დამსწრე საზოგადოებას, ათეულობით ადამიანს, გააცნო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მილოცვა ქართველი ვეტერანებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი.

გთავაზობთ ამ მიმართვას:

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვ.ვ. პუტინის მისალოცი გზავნილი

დიდი სამამულო ომის ვეტერანებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი

 ძვირფასო ვეტერანებო!

პატივცემულო საქართველოს მოქალაქენო!

გულითადად გილოცავთ ჩვენს საერთო დღესასწაულს — დიდი გამარჯვების 80 წლისთავს.

ამ საიუბილეო თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და საქართველოს ხალხებისთვის.

ჩვენს ქვეყნებში არასოდეს დაივიწყებენ დიდ გმირობებს და უმძიმეს განსაცდელებს, რომლებიც დაატყდა თავს გამარჯვებულთა თაობას — ჩვენს მამებსა და ბაბუებს, რომლებიც მამაცურად მხარდამხარ იბრძოდნენ დამპყრობლების წინააღმდეგ ფრონტზე და დაუღალავად შრომობდნენ ფრონტის ზურგში, აახლოებდნენ ნაციზმზე გამარჯვებას.

დღეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა — შევინარჩუნოთ და გადავცეთ ჩვენს შთამომავლებს ჩვენთვის ნაანდერძევი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კეთილი ტრადიციები, არ დავუშვათ ჩვენი საერთო ისტორიის დიდებული ფურცლების დავიწყება და შუღლის დათესვა რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის.

მთელი სულით გისურვებთ თქვენ, პატივცემულო ვეტერანებო, ჯანმრთელობას, სულიერ სიმხნევეს და დღეგრძელობას, საქართველოს ყველა მოქალაქეს კი მშვიდობას, კეთილდღეობასა და უზრუნველყოფილ ცხოვრებას.

ვ.პუტინი

ქ.მოსკოვი, კრემლი

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინი ქართველ ხალხსა და ქართველ ვეტერანებს ყოველი წლის 9 მაისს ულოცავს ფაშიზმზე გამარჯვებას.

ევრაზიის ინსტიტუტის წევრებმა მოაწყეს დიდი სამამულო ომის ამსახველი ფოტოექსპოზიცია, ყვავილებით შეამკეს საბჭოთა კავშირის გმირების — მელიოტონ ქანთარიასა და პორფირე ჩანძიბაძის მემორიალური ბიუსტები, გაიმართა „საქართველოს უკვდავი ჯარის“ მსვლელობა.

 

 

ВИДЕО:

В тбилисском парке отдыха ветеранов им. Киквидзе состоялись мероприятия, приуроченные ко Дню Победы – 9 мая. Организаторами выступили Институт Евразии и движение «Бессмертное Войско Грузии».

В парке находились ветераны Великой Отечественной Войны: Арсен Апхазашвили, Александр Кердзиков, Володя Угулава, Вахтанг Адамашвили, Георгий Деканосидзе, Луиза Шмуняк, Владимир Табагуа.

Руководитель Института Евразии Гулбаат Рцхиладзе зачитал ветеранам и десяткам присутствующих поздравление Президента России Владимира Путина грузинским ветеранам и гражданам Грузии. Предлагаем это обращение:

Поздравительное послание Президента Российской Федерации В.В.Путина Ветеранам Великой Отечественной войны, гражданам Грузии

Дорогие ветераны!

Уважаемые граждане Грузии!

Сердечно поздравляю вас с нашим общим праздником – 80-й годовщиной Великой Победы.

Эта юбилейная дата имеет особое значение для народов России и Грузии. В наших странах никогда не забудут о великих подвигах и тяжелейших испытаниях, выпавших на долю поколения победителей – наших отцов и дедов, которые плечом к плечу храбро сражались с захватчиками на фронте и не покладая рук трудились в тылу, приближая победу над нацизмом.

Сегодня наш священный долг – сохранить и передать потомкам завещанные нам добрые традиции дружбы и взаимопомощи, не позволить предать забвению славные страницы общей истории и посеять рознь между народами России и Грузии.

От души желаю вам, уважаемые ветераны, доброго здоровья, душевной бодрости и долгих лет жизни, а всем грузинским гражданам – мира, благополучия и процветания.

В.Путин

г. Москва, Кремль

Напоминаем, что Владимир Путин ежегодно 9 мая поздравляет грузинский народ и грузинских ветеранов с победой над фашизмом.

Представители Института Евразии провели фотоэкспозицию ТАСС о Великой Отечественной, возложили цветы у мемориальных бюстов Героям Советского Союза Мелитону Кантария и Порфири. Чанчибадзе, состоялось шествие «Бессмертного Войска Грузии».