AP: პოლონეთმა მილიონობით უკრაინელ ლტოლვილს გაუხსნა კარი, თუმცა ახლა ქვეყანაში განწყობა შეიცვალა

პოლონეთი უკრაინის დახმარებით დაიღალა – ამ შინაარსის სტატიას Associated Press-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანამ, რომელმაც უკრაინელი ლტოლვილებისთვის საზღვრები გახსნა და კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების მიწოდების მთავარი პლატფორმაა – დღეს განწყობა შეიცვალა.

პოლონეთის მოსახლეობაში უკრაინის მხარდაჭერა იმდენად არაპოპულარული თემა გახდა, რომ 18 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები, ამომრჩევლების მოზიდვის მიზნით, მათ კიევისთვის დახმარების შემცირებას ჰპირდებიან.

გამოცემის ცნობით, პოლონეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, თუკი უკრაინაში ომის დაწყებისას კიევის მხარდაჭერას პოლონელთა 94% ემხრობოდა, დღეისთვის ეს ნიშნული 57%-ზეა ჩამოსული.