დონალდ ტრამპი: ევროკავშირი უფრო საზიზღარია, ვიდრე ჩინეთი

„ევროკავშირი, უამრავი თვალსაზრისით, ჩინეთზე უფრო საზიზღარია“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადების გაკეთებისას. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ეს ფაქტი მაშინ აღმოაჩინა, როცა სოციალური ჯანდაცვის სისტემების სუბსიდირებას ახორციელებდა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

„ისინი [ევროკავშირი] ყველაზე ხისტად მოქმედებდნენ, ისინი საზიზღრად იქცეოდნენ. ასე ხდება ვაჭრობაშიც, ევროკავშირი, მრავალი თვალსაზრისით, ჩინეთზე უფრო საზიზღარია!“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ახლა, ყველა კარტი ამერიკის ხელშია. მათ [ევროკავშირს] მოუწევთ მეტის გადახდა ჯანდაცვაში, ჩვენ – ნაკლებს გადავიხდით“.