პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროკავშირმა რუსი დიპლომატებისთვის შეზღუდვები უნდა დააწესოს. სიკორსკის განცხადებას TVP Info ციტირებს.
სიკორსკის თქმით, ევროკავშირში 2000-ზე მეტი დიპლომატი კვლავ მუშაობს.
მან დასძინა, რომ ევროკავშირში რუსი დიპლომატების მნიშვნელოვანი ნაწილი ასრულებს დავალებებს, რომლებიც არ შეესაბამება მათ დიპლომატიურ სტატუსს.
„მოვუწოდებ კოლეგებს გააკეთონ ის, რაც პოლონეთმა და ჩეხეთმა გააკეთეს, კერძოდ, შეზღუდონ რუსი დიპლომატების უფლება. იმოგზაურონ მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი აკრედიტებულები არიან ან კიდევ უფრო შეზღუდონ მათი მუშაობა სხვა წევრ სახელმწიფოებში“, – აცხადებს სიკორსკი.
სიკორსკის თქმით, რუსებს არ აქვთ უფლება, ისარგებლონ შენგენის ზონით.
ინფორმაციისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრაკოვში რუსეთის საკონსულო დაიხურება.