ამერიკის სახელმწიფო მდივანი თურქეთში გაემგზავრება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიო ანტალიაში 14-16 მაისს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება და ალიანსის უსაფრთხოების პრიორიტეტებს, მათ შორის მოკავშირეთა თავდაცვითი ინვესტიციების გაზრდისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხებს განიხილავს.
მანამდე რუბიო პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად საუდის არაბეთსა და კატარში ჩავა.