თურქეთში აკრძალულმა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ თვითდაშლის და თურქეთის წინააღმდეგ მრავალწლიანი შეიარაღებული ბრძოლის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე Deutche Welle იუწყება.
„ქურთისტანის მუშათა პარტიის” მე-12 ყრილობამ პარტიის საორგანიზაციო სტრუქტურის დაშლისა და შეიარაღებული ბრძოლის მეთოდების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა პარტიის ხელმძღვანელობამ.
მიმდინარე წლის თებერვალში „ქურთისტანის მუშათა პარტიის” ლიდერმა აბდულა ოჯალანმა, რომელიც მარმარისის ზღვაში მდებარე კუნძულზე, ციხეში სასჯელს იხდის, პარტიას თვითდაშლისა და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. ამ განცხადებას წინ უძღოდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის და მისი პარტიის განცხადება, რომლებიც პარტიის დაშლის შემთხვევაში ოჯალანს გათავისუფლებას დაჰპირდნენ.
„ქურთისტანის მუშათა პარტია“ 1984 წელს შეიქმნა და მას მერე ის თურქეთის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებს. ამ ხნის განმავლობაში 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2013 წელს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტა გაფორმდა, მაგრამ 2015 წელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა. აბდულა ოჯალანი ციხეში 1999 წლიდან იმყოფება. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.