ულტიმატუმების ენა რუსეთისთვის მიუღებელია, რუსეთთან არ შეიძლება ამ ენით საუბარი – დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსეთისთვის მიუღებლად და ულტიმატუმის ენად მიიჩნევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დასავლელი ლიდერების მოთხოვნას.

პესკოვი

„ამ გაფრთხილებამდე ჩვენ უკვე მოვისმინეთ გაფრთხილება გუშინწინ. თუ გახსოვთ, ისინი ასევე საკმაოდ ულტიმატუმის ფორმით იყო გაჟღერებული. ულტიმატუმების ასეთი ენა რუსეთისთვის მიუღებელია“. ეს არ არის შესაფერისი. რუსეთთან არ შეიძლება ამ ენით საუბარი“, – განაცხადა პესკოვმა.

„მსურველთა კოალიციაში“ შემავალმა დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად 12 მაისიდან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სანქციების მორიგი პაკეტის დაწესება არ გამორიცხეს.