მექსიკაში მერობის კანდიდატი პირდაპირ ეთერში მოკლეს

მექსიკის შტატ ვერაკრუზში მმართველი პარტია „მორენას“ მერობის კანდიდატი, ესენია ლარა გუტიერესი მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მოკლეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მექსიკაში მერობის კანდიდატი პირდაპირ ეთერში მოკლეს

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ლარა გუტიერესი წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. ღონისძიება „ფეისბუქით“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, როცა ოცამდე გასროლის ხმა გაისმა. სროლის შედეგად მერობის კანდიდატი და კიდევ სამი ადამიანი მოკლეს.

მომხდარს გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი. მისი განცხადებით, თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. ის შტატის ხელისუფლებას ფედერალურ დონეზე დახმარებას სთავაზობს.

მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.