სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ შესაძლო შედეგები უნდა გავიაზროთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„შიში არ შეიძლება. ვისაც შიშის გრძნობა გაუჩნდება, მაშინვე ყველაფერს დაკარგავს”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, „აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა შეიძლება მოხდეს”.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ჩვენი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებისთვის”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.