ზელენსკი: უკრაინა მზადაა პუტინთან მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, რომ თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი“. მან, ასევე, აღნიშნა, რომ თურქეთმა და უკრაინამ განიხილეს დაგეგმილი შეხვედრის საკვანძო დეტალები, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ომის სწრაფად დასრულებას.

„ჩვენ მზად ვართ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ევროპასთან გააგრძელოს ერთობლივი მუშაობა, გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად. ასევე, ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიქნებით აშშ-ის პრეზიდენტთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან ერთად, უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ერთობლივ ძალისხმევას, მშვიდობის უზრუნველსაყოფად.