გერმანიის კანცლერის განცხადებით, ბუნდესვერი ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად უნდა იქცეს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიის ბუნდესვერი იმდენ დაფინანსებას მიიღებს, რამდენიც მას ევროპაში უძლიერესი არმიის ჩამოყალიბებისთვის დასჭირდება. ამის შესახებ მან გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 ფრიდრიხ მერცი

მან აღნიშნა, რომ ქვეყანა მუდმივად გააძლიერებს თავის თავდაცვისუნარიანობას.

„ჩვენ გვსურს გვქონდეს შესაძლებლობა, დავიცვათ საკუთარი თავი“, – განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ „ბუნდესვერი ყველა საჭირო რესურსს მიიღებს.“