შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირებ არ აქვს

პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ „იმედის“ ჟურნალისტს. მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირებ არ აქვს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი - პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს - მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირებ არ აქვს

მისივე თქმით, „ამაზრზენია“, როდესაც ევროპის დღეების ღონისძიებაზე, ევროკავშირის მოწყობილ ღონისძიებაზე ჟურნალისტს თავს ესხმიან ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კიდევ მეტად ამაზრზენია, როცა ევროკავშირის საელჩოს, ამ ღონისძიების ორგანიზატორს ამაზე რეაგირება არ აქვს, რაც ძალადობის წახალისებაა.

„ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ პაველ ჰერჩინსკიმ სიამოვნების აღტკინებით მოირგო პროკურორის მანტია, საუბრობს დასანქცირებაზე. ჩანს ის ავი მოლოდინი, რომელიც აქვს და სასიხარულო განწყობით საუბრობს ამაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ელჩი, რომელსაც აგრემანი მიღებული აქვს, რათა წარმოადგინოს ევროკავშირი, პროკურორის როლს თამაშობს და ქართველი ხალხის, მისი ხელისუფლების ინკვიზიტორივით გვევლინება. პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ „იმედის“ ჟურნალისტს. არ ვიცი, დღეს რამე თქვა თუ არა ამაზე, აქამდე არ უთქვამს, მით უმეტეს, დღესაც თუ არ უთქვამს, ეს არის ამაზრზენი. ამაზრზენია, როდესაც ევროპის დღეების ღონისძიებაზე, ევროკავშირის მოწყობილ ღონისძიებაზე ჟურნალისტს თავს ესხმიან ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. კიდევ მეტად ამაზრზენია, როცა ევროკავშირის საელჩოს, ამ ღონისძიების ორგანიზატორს ამაზე რეაგირება არ აქვს, რაც თავისთავად არის უკვე წახალისება ძალადობის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.