ზელენსკი: ტრამპი უნდა დარწმუნდეს, რომ პუტინი იტყუება და უკრაინა მოლაპარაკებებს არ აფერხებს

უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განაცხადებით, მოელის, რომ შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძლიერ პაკეტს დააწესებს. მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, რომ კრემლის სიცრუეში დარწმუნდეს.

ზელენსკი

ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია ტრამპის დარწმუნება იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იტყუება და მნიშვნელოვანია იმის ჩვენებაც, რომ სწორედ რუსეთი აფერხებს სამშვიდობო პროცესებს.

„ამიტომაც ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, დაინახონ, რომ პუტინს ეს არ სურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა კრემლზე უფრო ფართო საერთაშორისო ზეწოლის მნიშვნელობას, რათა მას ომის დასრულება აიძულონ.