მარკო რუბიო თურქეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თურქეთში ჩავიდა, სადაც დღეს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებ.

მარკო რუბიო

ამერიკული ტელეარხის ცნობით, მისი თვითმფრინავი ანტალიაში კატარიდან ჩაფრინდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.

რუბიოს თურქეთში ჩასვლის თავდაპირველი მიზანი ანტალიაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაა, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ის სტამბოლში გასამართ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს დააკვირდეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან მოლაპარაკებები, რომელიც ასევე თურქეთშია და მოლაპარაკებების დროს უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში იქნება.