„კიევი მოლაპარაკებების გარშემო სპექტაკლის დადგმას ცდილობს,“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით კიევის რიტორიკას. კიევის რეჟიმი, ცხადია, როგორც ამას მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა, ამ შემთხვევაშიც ცდილობს მოლაპარაკებების გარშემო შოუს დადგმას“, – განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, მოსკოვის პრიორიტეტი მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობაა.
ინფორმაციისთვის, რუსული მედია წერს, რომ სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებები ადგილობრივი დროით დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
რაც შეეხება მოლაპარაკებებზე რუსეთის პრეზიდენტის დასწრების საკითხს, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი სტამბოლში მოლაპარაკებებს არ დაესწრება.