“ვერ წარმოვიდგენდი, რომ პუტინი წავიდოდა, თუ მე იქ არ ვიქნებოდი” – დონალდ ტრამპი სტამბოლის მოლაპარაკებებზე “ვერ წარმოვიდგენდი, რომ პუტინი წავიდოდა, თუ მე იქ არ ვიქნებოდი” – დონალდ ტრამპი სტამბოლის მოლაპარაკებებზე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის არ არის იმედგაცრუებული ფაქტით, რომ თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებს პუტინი არ ესწრება.

ტრამპის თქმით, ის პუტინის ამ შეხვედრებზე წასვლას არც ელოდა.

“არა, მე არც ველოდი, რომ პუტინი წასულიყო. რატომ უნდა წავიდეს, თუ მე არ მივდივარ? იმიტომ, რომ თავად არ ვაპირებდი წასვლას. წავიდოდი კი, მაგრამ გეგმაში არ მქონდა. ვთქვი – არ მგონია, რომ ის წავიდეს, თუ მე არ წავალ და ასეც მოხდა.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ პუტინი წავიდოდა, თუკი მე იქ არ ვიქნებოდი”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.